+ All Categories

Doc 2

Date post: 18-Nov-2014
Category:
Upload: dgiorgobiani
View: 157 times
Download: 0 times
Share this document with a friend
15

Click here to load reader

Transcript
Page 1: Doc 2

VI ლექცია

სარჩევი

6. მახასიათებლების სემანტიკა: მნიშვნელობის სემური ანალიზი...................... 1 6.1. მახასიათებლების სემანტიკის ზოგადი მიმოხილვა.................................... 1 6.2 სემური ანალიზთან დაკავშირებული პრობლემები ..................................... 5 6.3 მიმართებითი მახასიათებლები ........................................................................ 9 6.4 ზმნური მახასიათებლები................................................................................. 10 6.5 სემური ანალიზის მეთოდის ზოგადი შეფასება .......................................... 12 6.6 სემანტიკური მახასიათებლები და მნიშვნელობის ცვალებადობა .......... 13

6. მახასიათებლების სემანტიკა: მნიშვნელობის სემური ანალიზი

6.1. მახასიათებლების სემანტიკის ზოგადი მიმოხილვა

აქამდე კლასიფიკაციისას ჩვენ რამდნიმეჯერ გამოვიყენეთ

შინაარსობრივი მახასიათებლები, რაც სხვადასხვა კატეგორიების

ერთმანეთისგან გამიჯვნაში დაგვეხმარა. მაგალითად მახასიათებლების

ერთენოვანი, ორენოვანი, მრავალენოვანი საფუძველზე ჩვენ შევძელით

სხვადასხვა ტიპის ლექსიკონების ერთმანეთისგან განსხვავება, ხოლო

მახასიათებლებით პრაგმატული, სემანტიკური, სინტაქსური,

მორფოლოგიური, ფონეტიკური ცოდნის სხვადასხვა სახეობათა

კლასიფიკაცია.

სემანტიკაში არსებობს ერთი საკმაოდ პროდუქტიული თეორია, მეთოდი,

რომლის ამოსავალ ცნებასაც სწორედ მახასიათებლები წარმოადგენენ –

მახასიათებლების/კომპონენტური სემანტიკა. „მახასიათებელების“ სემანტიკა

(გერმ. Merkmalsemantik) მნიშვნელობის „ვიწრო“ მოდელებს მიეკუთვნება. ის

ეფუძნება შეხედულებას, რომ ენობრივი ერთეულების მნიშვნელობა ერთ

განუყოფელ მთლიანობას კი არ წარმოადგენს, არამედ შედგება ცალკეული

უმცირესი სემანტიკური მახასაითებლებისგან. მახასიათებლებს სხვანაირად

სემებს ან სემანტიკურ კომპონენტებს უწოდებენ, ხოლო ცალკეულ

მნიშვნელობას როგორც სემანტიკურ კომპონენტთა ერთობლიობას – სემემას;

1

Page 2: Doc 2

სიტყვის მნიშვნელობის ანალიზს მახასიათებლების მიხედვით – სემურ

ანალიზს.

სიტყვის მნიშვნელობა შეგვიძლია მთელ რიგ მახასიათებლებად

დავშალოთ. მახასიათებლებად დაშლის უნარი ჩვენი სემანტიკური

კომპეტენციის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა დაშლის სისწრაფე და

სიზუსტე დამოკიდებულია ცოდნასა და გამოცდილებაზე, ის გარკვეული

სავარჯიშოების შესრულების შედეგად შეიძლება გაუმჯობესდეს

(დაახლოებით ისე, როგორც მაგალითად IQ-ტესტი ან ზოგადი უნარების

„ვერბალური“ ნაწილი, რომლისთვისაც ბევრი სპეციალურადაც კი ემზადება.)

სემანტიკურ კომპონენტებად დაშლის მარტივ მაგალითად შეგვიძლია

როგორც მეხუთე ლექციაში ისევ ქალის ცნება გამოვიყენოთ: ის შედგება

სემანტიკური კომპონენტებისგან: ადამიანი, სულიერი, მდედრობითი,

ზრდასრული. მნიშვნელობის ასეთი დაშლა, ანალიზი გულისხმობს, რომ

სიტყვის ცალკეულ მნიშვნელობას გარკვეული შიდა სტრუქტურა აქვს,

რომელიც სხვადასხვა მახასიათებელთა ერთობლიობით არის

წარმოდგენილი. შეიძლება ითქვას, სიტყვის მნიშვნელობა წარმოქმნილია

სხვადასხვა კომპონენტთა კომბინაციის შედეგად.

სემანტიკურ მახასიათებლებს დისტინქციური ანუ ცნებათ–

განმასხვავებელი ფუნქცია აქვთ. მაგალითად მახასიათებლის [სულიერი]

საფუძველზე ქალის ცნებას განვასხვებთ ქალის ქანდაკებისგან,

მახასიათებელი [ადამიანი] საშუალებას გვაძლევს ქალი გავმიჯნოთ

მაგალითად ძროხისგან, ან ძუ მგლისგან, მახასიათებელი მდედრობითი

ქალის ცნებას მამაკაცის ცნებისგან განასხვავებს, ხოლო მახასიათებელი

[ზრდასრული] – გოგოს ცნებისგან.

მახასიათებლების საფუძველზე მთელი სამყაროს შემადგენელი

ელემენტების ზოგადი აღწერაა შესაძლებელი, როგორც ქვემოთ სქემა 6.1ით

არის წარმოდგენელი. ამ ტიპის კლასიფიკაცია სათავეს ჯერ კიდევ

არისტოტელეს ფილოსოფიიდან იღებს.

ყველა არსება

2

Page 3: Doc 2

აბსტრაქტული კონკრეტული

+სულიერი – სულიერი +ადამიანი –ადამიანი +ხელნაკეთი –ხელნაკეთი

+მდედრ. –მდედრ. +მდედრ. –მდედრ. გამ. 6.1 სამყაროს კლასიფიკაცია სემანტიკური მახასიათებლების მიხედვით სქემიდან ჩანს, რომ მახასიათებლების არჩევა ბინარული ხასიათის, ანუ

ორსახოვანია. ნებისმიერი სიტყვის მნიშვნელობა შეიძლება განისაზღვროს

გარკვეული სემანტიკური მახასიათებლების არსებობით ან არ–არსებობით. ‘+’

და ‘–‘ სქემაზე სწორედ მახასიათებლების არსებობა/არ–არსებობაზე

მიუთითებენ. მახასიათებლების თეორიის მიხედვით მხოლოდ ორი ვარიანტი

არსებობს: რაიმე ცნებას ან გააჩნია შესაბამისი მახასიათებელი, ან არ გააჩნია;

რაიმე საგანი ან მიეუკუთვნება შესაბამის კატეგორიას ან არ მიეკუთვნება; სხვა

შემთხვევა გამორიცხულია. თითოეული სემანტიკური მახასიათებელი

საპირისპირო მნიშვნელობის სემანტიკურ კომპონენტს გულისხმობს.

სემანტიკური მახასიათებლები ქმნიან ბინარული (ორსახოვანი) ოპოზიციის

მთელ რიგს (აბსტრაქტული vs. კონკრეტული, +სულიერი vs. –სულიერი), რაც

ცნებათა ობიექტური კლასიფიკაციისა და თითოეული ცნების ზუსტი

დეფინიციის ძალიან კარგ შესაძლებლობას იძლევა.

თუმცა ბუნებრვია აუცილებლობისა და საკმარისობის კრიტერიუმები,

რომლებზეც წინა ლექციაში ვსაუბრობდით აქაც გასათვალისწინებელია:

ყველა მახასიათებელი სიტყვის დეფინიციისთვის „აუცილებელი“ არაა. თუ

რას წარმოადგენს ზუსტად აუცილებლობის კრიტერიუმი ეს შეიძლება ძალიან

მარტივი ტესტის საფუძველზე გახდეს ნათელი. მაგალითად ზემოთ

დასახელებული მახასიათებლები „სულიერი“, „ადამიანი“, „ზრდასრული“,

მდედრობითი“ სიტყვა ქალის მნიშვნელობის აუცილებელ კომპონენტებს

მიეკუთვნება, ამ დასკვნის საფუძველს იძლევა „მაგრამ“–კავშირიანი

წინადადების გამოყედება (1):

3

Page 4: Doc 2

(1) *ის ქალია, მაგრამ არ არის მდედრობითი სქესის/სულიერი

არსება/ადამიანი/ზრდასრული

ბუნებრივია ასეთი წინადადება სემანტიკურად წინააღმდეგობრივია.

წინააღმდეგობრივი არ იქნება სამაგიეროდ მსგავსი წინადადება, სადაც ქალის

სხვა დამახასიათებელ ნიშნებს გამოვიყენებთ, როგორიცაა „ლამაზი“,

„მიმზიდველი“, „გრძელთმიანი“, „ჩვეულებრივ იცვამს/ატარებს კაბას“ (2).

(2) ის ქალია, მაგრამ არ არის ლამაზი/მიმზიდველი/გრძელთმიანი/

ძირითადად სულ შარვლით დადის

(2) მართებული წინადადებაა – შესაბამისად დასახელებული სემანტიკური

კომპონენტების გამოყენება ქალის დეფინიციისთვის არ არის საჭირო.

ამასთან მახასიათებლები ერთიანად/მთლიანობაში საკმარის წინაპირობას

უნდა ქმნიდნენ სიტყვის/ცნების ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრების – სხვა

სიტყვებისგან/ცნებებისგან გამიჯვნისთვის. მაგ. საკმარის წინაპირობას

სიტყვა სკამისთვის ქმნიან მახასიათებლები: „ხელნაკეთი“, „ავეჯის

ეგზემპლარი“, „განკუთვნილი დასაჯდომად“, „ფეხებით“, „ერთი

პირისთვის/იტევს ერთ ადამიანს“, „საზურგით“, „არ აქვს იდაყვების

დასაყრდნობი.“ ისინი მთლიანობაში საშუალებას იძლევიან სიტყვა სკამი

გავმიჯნოთ ავეჯის სხვა ეგზემპლარის აღმნიშვნელი სიტყვებისგან.

მაგალითად მახასიათებლით „განკუთვნილი დასაჯდომად“ სკამს

განვასხვავებთ ვთქვათ მაგიდისგან, ან ლოგინისგან; მახასიათებლით „აქვს

საზურგე“ – ტაბურეტისგან (Hocker)1, მახასიათებლით – „არ აქვს იდაყვის

დასაყრდნობი“ – სავარძლისგან, ხოლო მახასიათებლით „ ერთი პირისთვის

განკუთვნილი” დივნისგან. დასახელებულთაგან ერთი მახასიათებელიც რომ

გამოვტოვოთ, ჩვენ სკამის სრულყოფილ დეფინიციას ვერ მივიღებთ, ვერ

1 თუმცა ქართული ტერმინოლოგიით ეს მახასიათებელი ყოველთვის ერთმნიშვნელოვანი დეფინიციის საშუალებას არ იძლევა, მაგ. სამზარეულოს სკამებს შეიძლება არ ჰქონდეს საზურგეები.

4

Page 5: Doc 2

განვასხვავებთ მას მაგიდისგან, ლოგინისგან, სავარძლისგან ან დივნისგან.

თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ყველა დასახელებული სემანტიკური

კომპონენტი შეიძლება აუცილებელ მახასიათებელს არ წარმოადგენდეს,

მაგალითად კომპონენტი „აქვს საზურგე“. ამის შემოწმება ჩვენთვის ნაცნობი

ტესტით ძალიან ადვილია: წინადადება ეს სკამია, მაგრამ საზურგე აღარ აქვს

მართებულია (იმ შემთხვევაში თუ სკამს საზურგე არ აქვს). მომდევნო

ლექციაში აუცილებელი და საკმარისი კრიტერიუმების ამ პრობლემას

პროტოტიპების თეორიის განხილვისას უფრო დაწვრილებით გაეცნობით.

საერთოდ აუცილებელი და საკმარისი კომპონენტების იდეა არც თუ ისე

ახალია: ჯერ კიდევ არისტოტელე განასხვავებდა ერთმანეთისგან – ესენციას –

მახასიათებელ ნიშნებს, რომლებიც რაიმე ობიექტს აუცილებლად უნდა

გააჩნდეს და აქციდენციას – ობიექტის შემთხვევით, არაარსებით თვისებებს.

სპეციფიკური, ენობრივი და ზოგადი, ენციკლოპედიური ცოდნის

ერთმანეთისგან გამიჯვნა მახასიათებების თეორიისთვისაც ძალიან

მნიშნელოვანია. აუცილებელი, არსებითი მახასიათებლები ენობრივ ცოდნას

მიეკუთვნებიან, ისინი სიტყვების მართებული გამოყენებისთვის საჭირო

წინაპირობებს წარმოადგენენ. მაგალითად ასეთი წინაპირობა სიტყვისთვის

დეიდა, არის ის, რომ დეიდა მდედრობითი სქესის ადამიანია და

განსაზღრულ ადამიანებთან გარკვეული ნათესაური მიმართებით არის

დაკავშირებული („დედის და“). საპირისპიროდ ინფორმაციები, რომ დეიდა

ჩვეულებრივად ზრდასრული ადამიანია, დიშვილები უყვარს, მათზე

ზრუნავს და სხვ. ენციკლოპედიური (გარესამყაროსთან დაკავშირებული)

ცოდნის ნაწილია და შესაბამისად არ არის რელევანტური განხილული

სიტყვის მნიშნელობისთვის.

6.2 სემური ანალიზთან დაკავშირებული პრობლემები

მახასიათებლების კონცეფცია ლექსიკურ სემანტიკაში ფონოლოგიიდან

იქნა გადმოტანილი. ფონოლოგიაში სემური ანალიზი ძალიან წარმატებელი

გამოდგა: გარკვეული ფიზიკური (სიტყვათგანმასხვავებელი) მახასიათებ–

5

Page 6: Doc 2

ლების მეშვეობით (მაგ. ფონემა [ბ]–ს შემთხვევაში „წყვილბაგისმიერი“,

„მჟღერი“, „ხშული“, „მსკდომი“) შესაძლებელი გახდა ნებისმიერი ენის

ფონემათა ინვენტარის ძალიან ზუსტი, უნაკლო აღწერა, ფონემათა

რაოდენობის დადგენა და თითოეული ფონემის ერთმანეთისგან

ერთმნიშვნელოვანი გამიჯვნა.

სემური ანალიზი ლექსიკურ სემანტიკაში გადმოტანა იმ იმედით არის

განპირობებული, რომ სემანტიკური მახასიათებლები მთლიანი ლექსიკური

ფონდის ისეთივე ზუსტი და სრულყოფილი აღწერის შესაძლებლობას

მოგვცემენ, როგორც ფონეტიკური ინვენტარის აღწერის შემთხვევაში.

შესაძლებელი გახდება სიტყვათა ისეთივე ზუსტი კლასიფიკაცია და ისეთივე

ზუსტი დეფინიცია, როგორც ფონოლოგიის შემთხვევაში.

მიუხედავად იმისა, რომ სემანტიკური მახასიათებლები სიტყვათა

კლასიფიკაციისთვის შედარებით ობიექტურ კრიტერიუმს წარმოადგენენ,

ლექსიკური ფონდის ფონემათა ინვენტარის მსგავსად ზუსტი აღწერა

ნაკლებად არის შესაძლებელი. სემანტიკური ველების, სიტყვის

მნიშვნელობათა სემური ანალიზი ბევრ სირთულესთან არის

დაკავშირებული.

ეს სირთულეები იმით არის განპირობებული, რომ სიტყვათა მარაგის

შემთხვევაში საქმე გვაქვს არა ფიზიკურ მახასიათებლებთან, როგორც

ფონეტიკური მახასიათებლების შემთხვევაში, არამედ კოგნიტიურ, ფსიქიკურ

ერთეულებთან. სიტყვათა მნიშვნელობები ძალიან ხშირად ერთმანეთისგან

მკვეთრად არ არის გამიჯნული, გარდა ამისა ცალკეული სიტყვებისთვის

სემანტიკური მახასიათებლების „მიწერა“ რომელიმე ენაზე მოლაპარაკეთა

ცოდნის ან გამოცდილების შესაბამისად შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს.

მონიკა შვარცი (2007: 39) ამ სირთულეს ძალიან კარგად წარმოაჩენს

სემანტიკური ველის „Gewässer“ (წყლის, წყალსატევის აღმნიშვნელი

სიტყვები) სემური აღწერის მაგალითზე. ეს „ველი“ აერთიანებს სიტყვებს

როგორიცაა Fluß, Bach, Kanal, See, Tümpel (გუბურა2), Teich (გუბე), Weiher

2 თარგმანი აქ მხოლოდ პირობით ხასიათს ატარებს, გერმანული ლექსემის ისეთი ქართული შესატყვისის მოძიება, რომელიც ყველა მის მახასიათებელს იმეორებს, როგორც წესი

6

Page 7: Doc 2

(მცირე ტბა), Strom (დიდი, წყალუხვი მდინარე), Rinnsal (ღვარი), Meer, Pfütze

(წუმპე), Lache (გუბე). „Gewässer“ საერთო სემანტიკური მახასიათებელია

თითოეული ამ სიტყვისთვის. თუმცა რამდენად ზუსტი და შეუმცდარი

შეიძლება იყოს თითოეული ამ სიტყვის გამიჯვნა ერთმანეთისგან?

სემანტიკური ოპოზიციები («დიდი» vs. «პატარა»), («მიმდინარე» vs. «მდგარი»),

(«ბუნებრივი» vs. «ხელოვნური»), (მარილიანი vs. მტკნარი vs. «წვიმის წყალი»)

გარკვეული დოზით შესაძლებულს ხდიან დასახელებული სიტყვათა ველის

სიტყვების შინაარსობრივ დიფერენციაციას (დაყოფას, ერთმანეთისგან

გამიჯვნას). თუმცა ეს დიფერენციაცია ყოველთვის ერთნიშვნელოვნად

ზუსტი ვერ იქნება. მაგალითად რა მახასიათებლებით შეიძლება გავმიჯნოთ

ერთმანეთისგან სიტყვები Strom და Fluss. სემანტიკური მახასიათებელი

«უფრო დიდი ვიდრე» ერთმნიშვნელოვანი ურთიერთგამიჯვნისთვის

საკმაოდ ბუნდოვანია

ან ზუსტად რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან Teich და See, Lache და

Pfütze, ან ზუსტად როგორი სახის წყალსატევს აღნიშნავენ გერმანული

სიტყვები Tümpel და Weiher? მცირე სასემინარო გამოკითხვებმა (შვარცი, იქვე;

შდრ ასევე ბუში და შტენშკე 2008: 198) აჩვენეს, რომ დედაენაზე

მოლაპარაკეებიც კი სიტყვების ზუსტი დეფინიციისას ნაკლებად

თავდაჯერებული არიან. ამის გარდა სემანტიკური მახასიათებლების

მინიჭება თითოეული სიტყვისთვის განსხვავდება თითოეული ცდის პირის

ცოდნისა და გამოცდილების ან ინტელექტუალური შესაძლებლობის

მიხედვით. მაგალითად ყველამ არ იცოდა, რომ See ბუნებრივად, ხოლო Teich

ხელოვნურად წარმოქმნილი წყალსატევია. სიტყვა Tümpel სხვადასხვაგვარად

იქნა განსაზღვრული: ჭაობიანი წყალსატევი, დაბინძურებული წყალსატევი

და მისთ. სიტყვების Lache და Pfütze ერთმანეთისგან სპონტანური გამიჯვნა

თითქმის ვერავინ ვერ შეძლო. მთავარი განმასხვავებელი კრიტერიუმი,

რომელიც რამდენიმე წუთის ფიქრის შემდეგ ყველაზე ხშირად დაასახელეს

იყო, რომ Pfütze ბუნებრივად (წვიმის წყლისგან) აღმოცენებული წყალსატევია

მიწის ჩაღრმავებულ ადგილას, ხოლო Lache ხელოვნურად შექმნილი

შეუძლებელია. აქ დასახელებულია უბრალოდ მნიშვნელობით გერმანულთან ყველაზე დაახლოებული ვარიანტები.

7

Page 8: Doc 2

წყალსატევია მიწის ბრტყელ ზედაპირზე. თუმცა ეს ზოგჯერ კრიტერიუმები

სრულიად კარგავენ თავის მნიშვნელობას, მაგალითად როცა სასაუბრო

მეტყველებისას Pfütze-ს შემდეგი სახის გამომეტყველებასთან გვაქვს საქმე (3):

(3) Der Hund hat da eine Pfütze gemacht.

ბუნებრივია Pfütze–ს მნიშვნელობას აქ სრულიად სხვა მახასიათებლები

განსაზღვრავენ.

როგორც ხედავთ ენის ინტუიციური ცოდნა მნიშვნელობის სემური

ანალიზისთვის ყოველთვის საკმარისი არ არის. სიტყვის მნიშვნელობა

მენტალურად არც თუ ისე იშვიათად ბუნდოვნად და არაცალსახად არის

წარმოდგენილი. ენობრივი და ენციკლოპედიური ცოდნის ერთმანეთისგან

ზუსტი გამიჯვნა ხშირად ვერ ხერხდება.

გარდა ამისა დაუზუსტებელია თვითონ მახასიათებლების სტატუსი, რა

სახის ერთეულებს წარმოადგენენ ისინი, რამდენად შეესაბამებიან ისინი

მენტალურ, ნეირო–ფსიქიკურ რეალობას. მახასიათებელების თეორიის

განვითარების ადრეულ ეტაპზე სემანტიკური კომპონენტები უმცირეს

(პრიმიტიულ) შინაარსობრივ ერთეულებად მიაჩნდათ, რომელთა ცალკეულ

ელემენტებად დაშლა აღარ ხერხდება. თუმცა რამდენად შეიძლება ითქვას ეს

მაგალითად ქალის ცნების მთავარ სემანტიკურ მახასიათებლებზე? არ იქნება

მართებული თუ ვიტყვით, რომ მახასიათებლების ადამიანი, სულიერი,

მდედრობითი დამატებით სემებად დაშლა შეუძლებელია. მახასიათებლების

თეორიის განვითარების შედარებით გვიანდელ ეტაპზე ასეთ, შედარებით

ზოგადი მნიშვნელობის მქონე ელემენტებს კლასემები უწოდეს (კლასემები

ქვია ისეთ ელემენტებს, რომლებიც რაიმე კლასის ზოგად თვისებას

გამოხატავს, მაგ. ზმნების შემთხვევაში მოქმედება, მდგომარეობა და ამით.) და

ამით ჩვეულებრივი „ატომური“ სემებისაგან გამიჯნეს. თუმცა მაშინ რომელი

მახასიათებლები უნდა მივიჩნიოთ ჭეშმარიტად პრიმიტიულად, შეიძლება

მოიძებნოს ისეთი სემანტიკური ერთეული, რომლის დამატებით

მახასიათებლებად დაშლა შეუძლებელი იქნება. შეიძლება მოიძებნოს

უნივერსალურ სემანტიკურ მახასიათებელთა ისეთი ინვენტარი, რომელიც

8

Page 9: Doc 2

მთლიანი ლექსიკური ფონდის უნაკლოდ ზუსტი აღწერის საშუალებას

მოგვცემს. ამ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი, დამაკმაყოფილებელი პასუხი

ჯერ არსებობს.

სემანტიკური მახასიათებლების კიდევ ერთი მთავარი პრობლემა მის

ბინარულობაში მდგომარეობს: მახასიათებლების თეორია როგორც ვთქვით

მხოლოდ ორ შესაძლებლობას ფლობს – ცნებას რაიმე მახასიათებელი

შეიძლება გააჩნდეს ან არ გააჩნდეს. თუმცა ბუნებრივ ენებში ჩვენ ძალიან

ხშირად გვაქვს იმის მაგალითი, რომ გარკვეული სემანტიკური კომპონენტები

ცნებებს მეტ–ნაკლებადაც ახასიათებდეს. მაგალითად, როგორც მეორე

ლექციაში ვამბობდით გრაფიკული და ფონეტიკური იზოლორებულობა

სიტყვათა უმრავლესობისთვის იყო დამახასიათებელი, თუმცა გერმანულის

შემთხვევაში ერთ სიტყვად შეიძლება ორი ფონეტიკურად და გრაფიკულად

იზოლირებული ერთეულიც აღვიქვათ (მაგ. hält auf, schreibt aus და მისთ.).

გარკვეული ექსპერიმენტები ადასტურებენ, რომ მსგავსი კომპონენტები

სიტყვის მნიშვნელობის განსაზღვრისას არანაკლებ არსებით როლს

ასრულებენ, ვიდრე „აუცილებელი და საკმარისი“ წინაპირობები.

დაწვრილებით ამ ექსპერიმენტზე მომდევნო ლექციაში ვისაუბრებთ. ახლა კი

გავეცნოთ სემანტიკური მახასიათებლების კიდევ რამდენიმე ტიპს.

6.3 მიმართებითი მახასიათებლები

სემანტიკური მახასიათებლები მხოლოდ ცალკეული უნივერსალური

თვისებებით ან კლასემებით არ არის წარმოდგენილი. არსებობს ცნებათა

გარკვეული ჯგუფი, რომელთა მნიშვნელობა სხვა ცნებებთან

ურთიერთმიმართებით არიან განსაზღვრული. მაგალითად სიტყვა მამა

მოიცავს ურთიერთმიმართებას მამასა და შვილს შორის (´Vater von´), ასევე

სიტყვა შვილი სიტყვა ბავშვისგან იმით განსხვავდება, რომ ის მშობლებთან

ურთიერთმიმართებას გამოხატავს. მიმართებითი კომპონენტები მხოლოდ

ნათესაობის, გენეტიკური ურთიერთმიმართების გამომხატველი

სიტყვებისთვის არ არის დამახასიათებელი სიტყვა მმართველი მოიცავს

ურთიერთმიმართებას მმართველსა და სამართავ ობიექტს (სახელმწიფოს,

9

Page 10: Doc 2

რეგიონის და მისთ.) შორის (x არის y-ის მმართველი), ასევე მეზობელიც

გულისხმობს გარკვეულ დამოკიდებულებას კონკრეტულ ადამიანთან/

ადამიანებთან და სხვ.

აღსანიშავია, რომ ბევრი სიტყვა შეიძლება შინაარსობრივად გარკვეულ

ურთიერთმიმართებას გულისხმობდეს, თუმცა ეს მისი ლექსიკური

მნიშვნელობის შემადგენელი ნაწილი, ან მთავარი სემანტიკური

მახასიათებელი არ იყოს. მაგალითად სიტყვა ბავშვი ყოველთვის

გულისხმობს, რომ ის მშობლების შვილიცაა (საპირისპიროდ , ყველა მამაკაცი

ვერ იქნება მამა), მაგრამ ეს ინფორმაცია უფრო ყოველდღიური,

ენციკლოპედიური ცოდნის ნაწილია, ვიდრე სემანტიკური კომპეტენციის (აქ

ურთიერთმიმართება ხაზგასმული არაა, როგორც სიტყვა შვილის

შემთხვევაში). შესაბამისად მიმართებითი მახასიათებელი ბავშვის

მნიშვნელობის აღწერისთვის რელევანტური არაა, თუმცა ენობრივ და

არაენობრივ მახასიათებლებს შორის ერთმნიშვნელოვანი ზღვარის გავლება

მაინც იოლი არაა.

6.4 ზმნური მახასიათებლები

სემური ანალიზით შეიძლება აღვწეროთ არა მხოლოდ სახელების, არამედ

ბუნებრივია ზმნების (და საერთოდ ყოველგვარი სიტყვის) მნიშვნელობის

აღწერა. ზმნების მნიშვნელობა პირველ რიგში შესაძლებელია დავახასიათოთ

კლასემების (ზოგადი სემანტიკური კომპონენტების) საშუალებით,

როგორიცაა «მდგომარეობა», «პროცესი», «მოქმედება»: მდგომარეობის

გამომხატველი ზმნები მიუთითებენ სტატიკურ, უცვლელ მოვლენებზე

(ძინავს, დგას, წევს), პროცესის აღმნიშვნელი ზმნები მიუთითებენ გარკვეული

მოვლენების ცვლილებებზე, (წვიმს, ბერდება, იზრდება), მოქმედების

გამომხატველი კი სუბიექტის ნებაზე დამოკიდებულ ქმედებებს გამოხატავენ

(დარბის, ასწავლის, ურჩევს).

გარდა ამ გლობალური მახასიათებელებისა ზმნები მოიცავენ სხვადასხვა

ნიუანსების გამომხატველ სპეციფიკურ კომპონენტებსაც. მაგალითად ზმნები

ლაპარაკობს, დარბის, ცემს გარკვეული სახის ქმედებას და კერძოდ მოძრაობას

10

Page 11: Doc 2

გულისხმობს. თუმცა თითოეული მოძრაობა სხვადასხვა სახისაა: ლაპარაკი

მოიცავს საარტიკულაციო ორგანოების მოძრაოვბას, სირბილის დროს

საპირისპიროდ მთლიანი ორგანიზმი მოძრაობს, ამავე დროს სირბილი

დანარჩენი ორი ზმნისგან განსხვავებით აუცილებლად გადაადგილებასაც

გულისხმობს. რაც შეეხება ცემას, ის მოიცავს არა მხოლოდ სხეულის

გარკვეულ მოძრაობას, არამედ ობიექტსაც, რომელსაც ცემენ და სხვ. გარდა

ამისა ზმნები შეიძლება სულ მცირე ნიუანსითაც განსხვავდებოდნენ

ერთმანეთისგან, მაგალითად გერმანული ზმნა rennen სწრაფ სირბილს

გამოხატავს, rasen (ჩვეულებრივ) კიდევ უფრო სწრაფს; schwimmen აღნიშნავს

ყოველგვარი სახის გადაადგილებას წყალში, საპირისპიროდ ზმნა kraulen

უფრო სპეციფიკური მნიშვნელობისაა და მხოლოდ გარკვეული სახით

(მკლაური ცურვით) გადაადგილებას აღნიშნავს, paddeln გამოხატავს ისევ

გადაადგილების სპეციფიკას, ხოლო ზმნით tauchen დაზუსტებულია, თუ რა

მიმართულებით ხდება გადაადგილება (წყლის ქვეშ, წყლის ფსკერისკენ).

ზმნური კომპონენტების მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართებითი

ხასიათისაა. მაგალითად ზმნა გაცემა გულისხმობს არა მხოლოდ გარკვეული

ქმედების შესრულებას, არამედ ობიექტსაც, ვისთვისაც არის შესაბამისი

მოქმედება განკუთვნილი. ეს ზმნა შემდეგნაირად შეიძლება გაანალიზდეს:

«გამოწვევა», რომ («y-ს აქვს z»), ასევე ზმნა კლავს შეიძლება შემდეგნაირად

გაანალიზდეს: «იწვევს», რომ (z აღარ არის ცოცხალი).

სემური ანალიზი შესაძლებელია წინადადების შემთხვევაშიც

გამოვიყენოთ. მაგალითად ქვემოთ დასახელებული წინადადება(8)

(4) კაცი მათხოვარს ფულს აძლევს

შემდეგნაირად დაიშლება:

ადამიანი x & ზრდასრული x & მამრობითი x იწვევს (y–ს აქვს z) & y ადამიანი

& y ღატაკი & z მსყიდველობითი საშუალება & z ქაღალდის ან ლითონის.

11

Page 12: Doc 2

ხდება თუ არა ჩვეულებრივი კომუნიკაციისას ამგვარი დეკომპოზიცია,

დადგენილი არ არის. ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები უფრო საპირის–

პიროზე მეტყველებენ. მაგალითად აღმოჩნდა, რომ მარტივი და რთული

მნიშვნელობის ზმნების (მაგალითად ერთვალენტიანი ზმნის მოკვდა და

ორვალენტიანი ზმნის მოკლა) გაგებას თანაბარი დრო ჭირდება, როცა

დეკომპოზიცია გაგებისთვის აუცილებელი პროცესი რომ იყოს, მაგალითად

მოკლა–ს გაგებას უფრო მეტი დროს დაჭირდებოდა ვიდრე მოკვდა–ს გაგებას.

6.5 სემური ანალიზის მეთოდის ზოგადი შეფასება

მიუხედავად ამდენი გადაუჭრელი პრობლემისა, სემური ანალიზი

მნიშვნელობის აღწერის ერთ–ერთი ყველაზე პროდუქტიული მეთოდად

რჩება. ის შესაძლებელს ხდის, ლექსიკური ფონდის სემანტიკურ

კლასიფიკაციას ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, ცალკეულ

ცნებათა ერთმანეთისგან მეტ–ნაკლებად მკვეთრად გამიჯვნას,

სიტყვათშორისი ურთიერთმიმართებების მარტივ და ეკონომიურ აღწერას.

ენობრივ ერთეულთა გარკვეული ჯგუფების (მაგალითად რიცხვების,

ფონემების) შემთხვევაში შესაძლებელია ზუსტი და უნაკლო კლასიფიკაცია,

ცნებათა დეფინიცია და ანალიზიც, თუმცა ბუნებრივი ენის ლექსიკური

ფონდის სემური ანალიზისას ჩვეულებრივ გასათვალისწინებელია:

რომ სიტყვის განსაზღვრებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ

აუცილებელი და საკმარისი მახასიათებლები, არამედ ის სემანტიკური

კომპონენტებიც, რომლებიც მეტად ან ნაკლებად შეიძლება

ახასიათებდეს რომელიმე ცნებას;

რომ რაიმე სიტყვისთვის სემანტიკური კომპონენტების მიწერა

დამოკიდებულია მოსაუბრეთა ენობრივ და გარეენობრივ ცოდნაზე,

ინტელექტზე;

რომ ძალიან ხშირად ცნებებს შორის მკვეთრი ზღვარი არ არსებობს

(შდრ. Strom vs. Fluß),

12

Page 13: Doc 2

რომ მახასიათებლები უფრო თეორიულ კონსტრუქციას წარმოადგენენ,

ვიდრე ფსიქოლოგიურ რეალობას, არ არის აუცილებელი სემანტიკური

დეკომპოზიცია კომუნიკაციის თანმხლები პროცესი იყოს.

ამის გარდა გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორიც:

მნიშვნელობის ცვალებადობა, რომელზეც ქვემოთ დაწვრილებით

ვისაუბრებთ.

6.6 სემანტიკური მახასიათებლები და მნიშვნელობის ცვალებადობა

სემანტიკური მახასიათებლები სიტყვის მნიშველობის განუყოფელ ნაწილს

არ წარმოადგენენ. დროთა განმავლობაში ცალკეული სიტყვა შესაძლებელია

განსხავებული მახასიათებლებით იყოს განსაზღვრული, ამასთან

შესაძლებელია შეიცვალოს მახასიათებლების რაოდენობა, ზოგიერთმა

მახასიათებელმა შეიძლება უფრო არსებითი ფუნქცია მიიღოს ვიდრე ადრე

ჰქონდა და სხვ. მაგალითად სიტყვა hōch(ge)zīt (თანამედროვე Hochzeit-ის

ეტიმოლოგიური შესატყვისი) საშუალ გერმანულში აღნიშნავდა ნებისმიერი

სახის საეკლესიო ან საერო (საზეიმო) დღესასწაულს, დღეითვის კი ერთ

კონკრეტულ საზეიმო ღონისძიებას – ქორწილს აღნიშნავს. როგორც ხედავთ,

მახასიათებელმა, რომლებიც სიტყვის მნიშვნელობის განმარტებისას

რელევანტური არ იყო, მთავარი სემანტიკური ფუნქცია მიიღო.

მნიშვნელობის ცვლილება სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება იყოს

განპირობებული: კულტურის, ცივილიზაციის აღსანიშნი საგნების

ცვლილებებით (მაგ. სიტყვა Wagen ჩვეულებრივ ეტლს აღნიშნავს, თუმცა

გადაადგილების ახალი საშუალებების შემოსვლასთან ერთად მიიღო მანქანის

მნიშვნელობაც; ტიპიური მაგალითი შეიძლება იყოს სიტყვა Feder (ბუმბული,

ფრთა), რომელიც დღესაც საწერკალამს აღნიშნავს, მიუხედავად იმისა რომ

კალამს (ბატის) ფრთისგან კარგა ხანია აღარ ამზადებენ); უცხო ენის გავლენით

(მაგალითად სიტყვა Maus-მა ინგლისურის გავლენით მიიღო კომპიუტერული

13

Page 14: Doc 2

აქსესუარის მნიშვნელობა), ენობრივი საზოგადოების ცოდნის დონის

ამაღლება (ტიპიური მაგალითი შეიძლება იყოს დედამიწა, რომელიც

შუასაუკუნეებში ესმოდათ როგორც ბრტყელი ფორმის ციური სხეული,

კოსმოსის ცენტრი, დღეს კი ბუნებრივია დედამიწის ფორმებსა და კოსმოსურ

ფუნქციაზე სხვანაირი წარმოდგენები აქვთ) ასევე სტილისტური ფაქტორი,

ახალი გამოსახველობითი საშუალებების ძიება, ბგერითი ცვლილებები და

კიდევ სხვა ძალიან ბევრი ფაქტორი გავლენას ახდენს სიტყვის მთავარი

სემანტიკური მახასიათებლების ცვალებადობაზე.

განმსაზღვრელი სემანტიკური კომპონენტების ცვალებადობის მიხედვით

ერთმანეთისგან განასხვავებენ:

მნიშვნელობის გაფართოებას (Bedeutungserweiterung),

მნიშვნელობის შევიწროებას (Bedeutungsverengung),

მნიშვნელობის გაუმჯობესებას (Bedeutungsverbesserung),

მნიშვნელობის გაუარესებას (Bedeutungsverschlechterung)

მნიშვნელობის გაფართოება გულისხმობს სიტყვის სემანტიკური

მახასიათებლების რაოდენობის შემცირებას. მნიშვნელობის გაფართოების

ტიპიური მაგალითია გერმანული ზმნა machen, რომელიც თავდაპირველად

მხოლოდ სპეციფიკურ ქმედებას – თიხის ან ცემენტის მოზელას აღნიშნავდა,

დღეს კი ნებისმიერი სახის მოქმედებას გულისხმობს. ასევე სიტყვა arebeit

ლუთერისდროინდელ გერმანულში აღნიშნავდა მძიმე ფიზიკურ მუშაობას,

დღეს კი ნებისმიერი სახის (მათ შორის ინტელექტუალურ) შრომას

გამოხატავს. მნიშვნელობის გაფართოების დროს იზრდება პოტენციური

აღსანიშნი ობიექტის და არა – სემანტიკური კომპონენტების რაოდენობა.

მნიშვნელობის დავიწროებისას საპირისპიროდ იზრდება სემანტიკური

მახასიათებლების და მცირდება პოტენციური აღსანიშნი ობიექტების

რაოდენობა. მაგალითად სიტყვა Fell ძველ ზემოგერმანულში აღნიშნავდა

როგორც ადამიანის, ისე ცხოველის კანს, თანამედროვე გერმანულში კი ის

მხოლოდ ცხოველის ბეწვით დაფარულ კანს – ქურქს აღნიშნავს.

14

Page 15: Doc 2

მნიშვნელობის ცვლილებაც, რაც სიტყვა Hochzeit-მა განიცადა შეიძლება ამ

კატეგორიას მივანიჭოთ.

მნიშვნელობის გაუმჯობესებასა ან გაუარესებასთან საქმე გვაქვს მაშინ,

როცა მნიშვნელობა კონოტაციური მახასიათებლებით იზრდება.

მნიშვნელობის გაუმჯობესების შემთხვევაში სიტყვის მნიშვნელობა დადებით

კონოტაციას იძენს – მაგალითად თავდაპირველად სიტყვას Marschall

მეჯინიბეს, ცხენების მომვლელს უწოდებდნენ, მოგვიანებით კი ეს სიტყვა

ერთ–ერთ ყველაზე მაღალ სამხედრო ჩინის აღსანიშნ ტერმინად იქცა. ასევე

სიტყვა Mord ჩვეულებრივ უარყოფით კონოტაციას მოიცავს, თუმცა რთულ

სიტყვაში Mordskerl ის უკვე დადებითი კონოტაციის მატარებელია.

მნიშვნელობის გაუარესების შემთხვევაში კი სიტყვა უკვე უარყოფით

კონოტაციურ მახასიათებლებს იძენს. მაგალითად სიტყვა albern ძველ

ზემოგერანულში აღნიშნავდა თავაზიანს საშუალ გერმანულში უბრალოს,

ხოლო დღეისთვის კი აღნიშნავს სულელსა თუ გულუბრყვილოს. ასევე

სიტყვა Dirne ადრე აღნიშნავდა მოსამსახურე ან უბრალოდ ახალგაზრდა

გოგოს, დღეს კი მეძავს აღნიშნავს.

მნიშვნელობის გაუარესება ან გაუმჯობესება როგორც ხედავთ

მახასიათებელთა მხოლოდ რაოდენობრივ ცვლილებებს არ გულისხმობს.

სემანტიკური კომპონენტების ურთიერთჩანაცვლებაც შეგვიძლია ამ ტიპს

მივაკუთვნოთ.

15


Recommended